пятница, 12 марта 2010 г.


ინტერნეტ ბრაუზერი (ასევე ვებ ბრაუზერი ან უბრალოდ ბრაუზერი) წარმოადგენს პროგრამას, ტექნიკურად „HTTP კლიენტს“, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს „HTML დოკუმენტების“ ინფორმაციის ჩვენებას, ვებ-სერვერიდან ან ფაილური სისტემიდან. დღეისთვის მრავალი ინტერნეტ-ბრაუზერი არსებობს.

Mozilla Firefox ღია და უფასო, მრავალპლატფორმიანი ინტერნეტ ბრაუზერია, რომელსაც Mozilla Foundation მართავს. Firefox მომხმარებელს საშუალებას აძლევს საკუთარი მოთხოვნილებების მიხედვით შეცვალოს ან გააფართოვოს ბრაუზერის შესაძლებლობები. მომხმარებელს ასევე შეუძლია დააყენოს დამატებითი თემები, რომელიც ბრაუზერს გარე სახეს უცვლის და გაფართოებები, რომელიც ზრდის მის შესაძლებლობებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий