среда, 10 марта 2010 г.

საძიებო სისტემები და კატალოგები მსოფლიო ინტერნეტ-სივრცის განუყოფელი ნაწილია და ინტერნეტ-მომხმარებლებს შორის განსაკუთრებული მოთხოვნითაც სარგებლობს. ქართულ ინტერნეტ-სივრცეში დამოუკიდებელი საძიებო სისტემა არ არსებობს, ამგვარ ვებ-გვერდებს, როგორც წესი, კატალოგები და სხვადასხვა სახის ინფორმაციები და სერვისები ახლავს თან.

ყველაზე რეიტინგული www.internet.ge-ა. www.internet.ge მთლიანად ადგილობრივი რესურსებით შექმნილ ე.წ. ”საძიებო რობოტს” იყენებს. ერთ-ერთი პირველი ქართული საძიებო სისტემა-კატალოგი www.qartuli.com 1999 წელს შეიქმნა. მისი საძიებო სისტემა google-ის პარტნიორ პროგრამას წარმოადგენს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს საიტის დახმარებით სასურველი ინფორმაცია ინტერნეტ-გიგანტის მონაცემთა ბაზაშიც მოძებნოს.

კიდევ ერთი მსხვილი საძიებო სისტემა და კატალოგი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში www.interes.ge-ა. პორტალი 2006 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს სხვადასხვა სახის ინფორმაცია როგორც ქართულ, ისე გლობალურ ინტერნეტ-სივრცეში მოიძიონ.

1 комментарий:

  1. კარგი ტექსტია. უბრალოდ ვებ მისამართები ლინკები უნდა იყოს. ამასთანავე www.qartuli.com-ი როგორც ჩანს აღარ მუშაობს და ალათ უკეთესი იქნებოდა რომ ესეც აგეღნიშნა :)

    ОтветитьУдалить