
google - დღეს ყველაზე მოხერხებული და ფართოდ გავცელებული საძიებო სისტემაა საქართველოში. შენ შეგიძლია თითქმის ნებისმიერი ინფორმაციის და სურათის მოძიება. მე ყოველთვის ვიყენებ მას და ყველას ვურჩევ ხშირად გახდეს google-ის მომხმარებელი.
ინტერნეტ ბრაუზერი (ასევე ვებ ბრაუზერი ან უბრალოდ ბრაუზერი) წარმოადგენს პროგრამას, ტექნიკურად „HTTP კლიენტს“, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს „HTML დოკუმენტების“ ინფორმაციის ჩვენებას, ვებ-სერვერიდან ან ფაილური სისტემიდან. დღეისთვის მრავალი ინტერნეტ-ბრაუზერი არსებობს.
Mozilla Firefox ღია და უფასო, მრავალპლატფორმიანი ინტერნეტ ბრაუზერია, რომელსაც Mozilla Foundation მართავს. Firefox მომხმარებელს საშუალებას აძლევს საკუთარი მოთხოვნილებების მიხედვით შეცვალოს ან გააფართოვოს ბრაუზერის შესაძლებლობები. მომხმარებელს ასევე შეუძლია დააყენოს დამატებითი თემები, რომელიც ბრაუზერს გარე სახეს უცვლის და გაფართოებები, რომელიც ზრდის მის შესაძლებლობებს.
საძიებო სისტემები და კატალოგები მსოფლიო ინტერნეტ-სივრცის განუყოფელი ნაწილია და ინტერნეტ-მომხმარებლებს შორის განსაკუთრებული მოთხოვნითაც სარგებლობს. ქართულ ინტერნეტ-სივრცეში დამოუკიდებელი საძიებო სისტემა არ არსებობს, ამგვარ ვებ-გვერდებს, როგორც წესი, კატალოგები და სხვადასხვა სახის ინფორმაციები და სერვისები ახლავს თან.
ყველაზე რეიტინგული www.internet.ge-ა. www.internet.ge მთლიანად ადგილობრივი რესურსებით შექმნილ ე.წ. ”საძიებო რობოტს” იყენებს. ერთ-ერთი პირველი ქართული საძიებო სისტემა-კატალოგი www.qartuli.com 1999 წელს შეიქმნა. მისი საძიებო სისტემა google-ის პარტნიორ პროგრამას წარმოადგენს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს საიტის დახმარებით სასურველი ინფორმაცია ინტერნეტ-გიგანტის მონაცემთა ბაზაშიც მოძებნოს.
კიდევ ერთი მსხვილი საძიებო სისტემა და კატალოგი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში www.interes.ge-ა. პორტალი 2006 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს სხვადასხვა სახის ინფორმაცია როგორც ქართულ, ისე გლობალურ ინტერნეტ-სივრცეში მოიძიონ.